Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი "ზნენი"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის ს/კ  ყოველწლიური სტუდენტთა ელექტრონული  ჟურნალი "ზნენი" აცხადებს  სტატიების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომრისათვის. 

ჟურნალში განთავსდება  მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის, ლოგიკისა და ენის ფილოსოფიის, ფილოსოფიის ისტორიის, მორალის ფილოსოფიისა და გამოყენებითი ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და რელიგიის ფილოსოფიის,  კულტურის ფილოსოფიისა და ანთროპოლოგიის, და სხვ. თანამედროვე პრობლემებისა და აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი ანალიტიკური პუბლიკაციები.

ჟურნალის საკოორდინაციო საბჭო მიესალმება ასევე ახალ თარგმანებს.

ჟურნალში, გარდა სამეცნიერო სტატიებისა განთავსდება სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ასევე  ფილოსოფიის აკადემიურ სივრცეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების-კონფერენციები, ვორქშოფები, სიმპოზიუმები, საზაფხულო/ზამთრის სკოლები, სამეცნიერო მივლინებების ანაგარიშები, ახალი პუბლიკაციების, სხვ. ,-შესახებ საინფორმაციო დაიჯესტი. ასევე ინფორმაცია დაგეგმილი სამეცნიერო აქტივობების შესახებ.

ჟურნალის საკოორდინაციო საბჭოში შემოსული მასალას უნდა ახლდეს ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი.  დაბეჭდვა გადაწყდება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით.          

     

ავტორებს ვთხოვთ სტატიები მოგვაწოდონ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  1. მასალა წარმოადგინეთ ვორდის ფაილით, ფონტი-სილფაიენი, ზომა-12, ინტერვალი-1.5, მინდვრები: მარჯვნივ-2,5, მარცხნივ-1,5, ზედა-2,0. ქვედა-2.
  2. სათაური- აკრიფეთ  ზომა-14,  განათავსეთ ცენტრში
  3. ავტორის სახელი და გვარი, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი-განათავსეთ მარჯვნივ, ფონტი-სილფაიენი, ზომა-12, ბოლდით.
  4. სტატიის მოკლე რეზიუმე. არაუმეტეს 150 სიტყვისა.
  5. საკვანძო სიტყვები (3-5)
  6. გამოყენებული ლიტერატურა დაურთეთ სტატიას ბოლოში
  7. ტექსტი დაახლოებით 7-10 გვერდის მოცულობის
  8. ტაქსტში გამოიყენეთ სქოლიოები და ციტირება
  9. სტატიის გაფორმებისას გამოიყენეთ ჩიკაგოს სტილი.

მასალა გადმოაგზავნეთ მეილზე:  anastasia.zakariadze@tsu.ge,  saba.buliskeria430@tsu.hum.edu.ge

ბოლო ვადა 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით. 

სტატიები შემოწმდება პლაგიატზე.